გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდეგ, ფაქტობრივად დედას აჩუქა სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, გიული ალასანიას მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს

27-10-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და აღნიშნავს, „როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა გეკავოს და უცებ, როგორც თვითონ გიული ალასანია და მისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის, მანანა სანაძის დირექტორად დანიშნული შვილი ამტკიცებდნენ, მილიონები გადაიხადონ პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდძალი ქონების შესაძენად?! ეს დიდი ტყუილია“.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, პროკურატურამ დღეს საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, სააკაშვილის ოჯახის მიმართ. ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს დაუბრუნდება.


„ყველაფერი ხელის გულზე დევს და ყველაფერი ნათელია. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა გეკავოს და უცბად, როგორც თვითონ გიული ალასანია და მისი მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მანანა სანაძის დირექტორად დანიშნული შვილი ამტკიცებდნენ, რომ მილიონები გადაიხადეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდძალი ქონების შესაძენად, რაც დიდი ტყუილია. მისმა გაპრეზიდენტებულმა შვილმა ფაქტობრივად, აჩუქა დედას სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, სააკაშვილის ოჯახის მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს“, - წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728