გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე: გულთბილი შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან, ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის ნაბიჯების მიმართ, რომელიც ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება

27-10-2025

ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში მეუფე ანტონთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ორმაგად დასაფასებელია მეუფის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე, მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება.


როგორც სამხარაძე წერს, „ეს გზა დაიწყო ერისკაცმა ბატონმა ბიძინამ და აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“!


„ძალიან გულთბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან. ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება. ეს გზა დაიწყო ერისკაცმა ბატონმა ბიძინამ და აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე!
დიდება უფალს! გაუმარჯოს საქართველოს“, - წერს სამხარაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31