გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია ALDE-ს რეზოლუციაზე: ძალიან საინტერესოა ქალბატონი კალასის და ბატონი კოსის დამოკიდებულება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს დაწერა

27-10-2025

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს რეზოლუცია სიცრუეზეა აგებული.


„უკვე სათვალავი აქვს არეული საზოგადოებას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამდენი, ყოვლად გაუგონარი, უსამართლო და უსტანდარტო რეზოლუციებისგან.


თვითონვე ააბითურეს თავიანთი მიღებული რეზოლუცია, რადგან ყველა, მათ შორის ეს რეზოლუცია აგებულია სიცრუეზე.


ძალიან საინტერესოა ორი ევროკომისრის, ქალბატონი კალასის და ბატონი კოსის დამოკიდებულება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც დაწერა ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031