გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა - დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, განამტკიცა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩებ

29-10-2025

„ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა!“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.


წილოსანის განცხადებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რაც შეეხება ლევან ღამბაშიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებულ თანხას, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.


„ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა!! დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება. რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახვოს ლევანს, რომ თავისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს“, - წერს ნინო წილოსანი.


ცნობისთვის, ოპოზიციონერმა აქტივისტიმა ლევან ღამბაშიძემ, ნინო წილოსანის ოჯახის მისამართით გააჟღერა ბრალდება, თითქოს, წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა. სასამართლომ ღამბაშიძეს 10 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728