გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო გამოფენაზე „China Food and Drinks Fair“ იყო წარმოდგენილი

29-10-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Bogvi International Trading Company Ltd“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის 25-მდე სხვადასხვა სტილის ღვინო ჩინეთის საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „China Food and Drinks Fair“ იყო წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, გამოფენა ძიანგსუს პროვინციის ქალაქი ნანჯინგში გაიმართა.


„China Food & Drink Fair”, რომელიც  წელს 113-ედ ჩატარდა, ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურ და გავლენიან გამოფენად ითვლება აზიაში. გამოფენას, ტრადიციულად, 300 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს; გამოფენას ესწრებიან ღვინის  იმპორტიორები, ბლოგერები, დისტრიბუტორები,HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის, მედიისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. მასზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვასა და შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექსპორტის ზრდას.


აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) და „Interwine China 2025“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031