გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთი თოლორაია ნინო დათაშვილზე: ვიცნობ რა კარგად ამ სექტის ფსიქიკას, ციხიდან გამოვა თუ არა, ეგრევე კარგად გახდება და რუსთაველის არაკანონიერ გადაკეტვაში მიიღებს მონაწილეობას, აი მერე რომ დააკავებენ, ხმა არავინ ამოიღოს მის ჯანმრთელობაზე!

29-10-2025

„სახელმწიფო ბრალდებამ მოძალადე ნინო დათაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ის დათაშვილი, რომელმაც მანდატურს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“,- ამის შესახებ ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.


თოლორაია მიესალმება სახელმწიფო ბრალდების ჰუმანურ მიდგომას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებისა, ის აუცილებლად კვლავ მიიღებს მონაწილეობას რუსთაველის არაკანონიერ გადაკეტვაში.


„სახელმწიფო ბრალდებამ მოძალადე ნინო დათაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ის დათაშვილი, რომელმაც მანდატურს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცალსახად მისასალმებელია ჰუმანური მიდგომა, მით უმეტეს, როდესაც ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუმცა, ვიცნობ რა კარგად ამ სექტის ფსიქიკას, ციხიდან გამოვა თუ არა, ეგრევე კარგად გახდება და რუსთაველის არაკანონიერ გადაკეტვაში მიიღებს მონაწილეობას. აი მერე რომ დააკავებენ, ხმა არავინ ამოიღოს მის ჯანმრთელობაზე!“, - წერს ქეთი თოლორაია.


ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დააკავეს. დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 21 ივნისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930