გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრებზე ყველა იმ გამოწვევის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას

29-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის რეგიონში იმყოფებოდა. შეხვედრები გაიმართა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა მიმდინარე საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ საჭიროებებზე.


მინისტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე ზუთხის საშენ მეურნეობაშიც იმყოფებოდა, სადაც ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა.


„რეგიონებში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დღეს ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში კვლევების მიმდინარეობის და სამომავლო გეგმების საკითხები განვიხილეთ. აღნიშნულ ლაბორატორიებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმართულებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარაში პრიორიტეტული მიმართულებაა შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. აჭარის რეგიონში მალე დასრულდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამმართველოს ოფისის სარემონტო სამუშაოები. მაქსიმუმი კეთდება სამმართველოში შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისთვის.


„ჩვენი უწყებების თანამშრომლებთან გამართულ სამუშაო ფორმატის შეხვედრებზე ყველა იმ გამოწვევის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც აქტუალურია და საჭიროებს დროულ რეაგირებას. ასეთი შეხვედრები კი, ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა.


გარდა ამისა, შეხვედრა გვქონდა თევზის მწარმოებლებთან. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოტენციალი და მისი გამოყენება უნდა შევძლოთ. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაარსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში ფუნქციონირებს სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და, ძირითადად, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობს. ჩვენი მიზანია, მეთევზე ფერმერებს მივცეთ საშუალება, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031