გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებაზე: მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით

29-10-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ბრალდებულ ნინო დათაშვილსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებით, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ“. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული.


„მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით. ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებით, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ. აღარ მინდა პარალელი გავავლო სააკაშვილის პროკურატურის მუშაობასთან დღევანდელი პროკურატურის მუშაობა, მაგრამ არც დავიწყება შეიძლება. დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული, ადამიანი უპირველეს ყოვლისა“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031