გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მისი ჯანმრთელობის გამო, კიდევ ერთი მაგალითია, თუ რით და როგორ განსხვავდება ამჟამინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან - ვერ გამოძერწავენ დათაშვილისგან „გმირს“

29-10-2025

„რადიკალი აქტივისტის, ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მისი ჯანმრთელობის გამო, კიდევ ერთი მაგალითია თუ რით და როგორ განსხვავდება ამჟამინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, საიდან იფარება ოპოზიციონერი აქტივისტების ჯარიმები თუ გირაოს თანხა, მათ შორის დათაშვილისთვის შეფარდებუილი გირაო, რომელიც ოპოზიციონერების ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთში შეგროვდა.


ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ნინო დათაშვილისგან ისევე ვერ გამოძერწავენ გმირს, როგორც ლაზარე გრიგორიადისის და მზია ამაღლობელისგან, ვინაიდან, ხალხს მყარი იმუნიტეტი აქვს.


„რადიკალი აქტივისტის, ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მისი ჯანმრთელობის გამო, კიდევ ერთი მაგალითია თუ რით და როგორ განსხვავდება ამჟამინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან. დეტალებში არ შევალ, გამგები გაიგებს. წერენ, რომ დათაშვილს 8 წუთში შეუგროვეს გირაო. არადა, ხომ ყველამ ვიცით რომელი „общяк“-დან იხდება ამ კატეგორიის ხალხისთვის ჯარიმები, გირაოები და ა.შ. ვერ გამოძერწავენ დათაშვილისგან „გმირს“, ისევე როგორც ვერ გამოძერწეს ლაზარე გრიგორიადისიდან, მზია ამაღლობელისგან და იმავე ჯიშის სხვა წარმომადგენლებისგან. მყარი იმუნიტეტი აქვს ხალხს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728