გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საკითხის ინსტრუმენტალიზება ხდება, არ გამოვრიცხავ,რომ ევროკომისიის ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი

29-10-2025

ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საკითხის ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ევროკომისიის ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საკითხის ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით.


რთულია წინასწარ ვთქვათ, რა იქნება ასახული, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს ეს ანგარიში. ერთი რაც უნდა ითქვას, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელის მხრიდან ნაკლებად არის სურვილი - საქართველოში მიმდინარე პროცესები ობიექტურად იყოს დანახული და აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია მოველოდეთ ობიექტურ შეფასებებს იმ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება მომავალ კვირას.


ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, იმდენად გვაკლია ბრიუსელის მხრიდან ობიექტური შეფასებები, იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს დარქმეოდა თავისი სახელი, ობიექტურად შეფასებულიყო, გამიჯნულიყო ბრიუსელი იმ ძალადობისგან და შეტევებისგან რაც საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, რთულია, გვქონდეს მოლოდინი ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიური ან ობიექტური შეფასებების“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031