გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ CERN-თან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

29-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ,,ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის“ (CERN) „CMS‘‘ პროექტის წარმომადგენელთან, პროფესორ ტიციანო კამპორეზისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მინისტრმა CERN-ის წარმომადგენელს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის უზრუნველსაყოფად, საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით,  ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების  პერსპექტივებზე იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კვლევითი კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობაზე.

 

თავის მხრივ, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ დადებითად შეაფასა CERN-ში ქართველი მეცნიერების მიღწევები და მინისტრს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031