გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ევროკავშირში არიან ძალები, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ, რაც ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას

30-10-2025

„ვინ აზიანებს იმ ევროპულ ღირებულებას რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება, რომ ამ [ევროკავშირის] სივრცის ნაწილი გავმხდარიყავით“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.


მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს სწორედ გერმანიის ელჩის და სხვების ქმედებები აზიანებს.


„საქციელი მაგალითად, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებდა, პირდაპირ წერია შავით თეთრზე, ვენის კონვენციის 41-ე მუხლია, რა ევალება ელჩს, როცა ის სხვა ქვეყანაშია. პირდაპირ არის გაწერილი და ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს ეს ადამიანი ყველაფერს და არამარტო ეს ელჩი. როცა მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა პირდაპირ ეკრძალებათ, ის თავს მეტის უფლებას აძლევს. ეს ეწინააღმდეგება იმ პროცესს, რომლისკენაც ჩვენ საუკუნეებია და წლებია ვისწრაფით, ვინ აზიანებს ამ შემთხვევაში, აზიანებენ ეს ადამიანები“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირში არიან ძალები, თუმცა ჯერჯერობით მცირე, რომელთაც იგივე ღირებულებები აქვთ, რაც საქართველო ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას.


„ევროკავშირში არიან ძალები ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ რაც ჩვენ, ამ შემთვევაში დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას.


ჩვენ გვყავს პარტნიორები მაგალითად ამ საკითხში შეგვიძლია დავასახელოთ უნგრეთი, სლოვაკეთი, ახლა უკვე ჩეხეთშიც გაიმარჯვა ამ იდეოლოგიის, ამ ღირებულებების მქონე პარტიამ და ძალებმა. ევროპა არ არის დღეს შექმნილი, მრავალფეროვნება, სამართალი, ადამიანის უფლებები სწორედ იქ განხორციელდა, იმიტომ იყო ჩვენი სურვილი, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაირღვეს, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ეს პროცესი შეიცვლება. მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მსჯელობისთვის ნებისმიერ საკითხზე მუდმივად ხაზს ვუსვამ, მაგრამ მათი ქმედება, მათი ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის.


შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. პარადოქსია, რომ თითქოს ქართველ ხალხზე აქვთ აქცენტი, არჩევნების დროს რომ აკეთებდნენ, არღვევდნენ ამ კონვენციას და პირდაპირი მნიშვნელობით ერეოდნენ არჩევნებში, ქართველ ხალხზე ჰქონდათ თითქოს აქცენტი და ეს ხალხი, უმრავლესობა არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ამ ხალხს რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ თვლი, რომ ეს ადამიანები ვერ აზროვნებენ, გონიერები არ არიან და ვერ ხედავენ რაში არის საქმე და რაში არის ჩარევა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031