გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

30-10-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობას. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივა.


ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.


პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ყაზახეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930