გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Newsmax: ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე ვაშინგტონში შეხვდება

30-10-2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას Newsmax-ი ავრცელებს.


ორბანის ადმინისტრაციის უფროსის გერგელი გუიაშის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს განიხილოს აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრის მიღწევის გზები და უზრუნველყოს აშშ-ის ენერგეტიკული სანქციებისგან გათავისუფლება.


გუიაშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები დადებენ შეთანხმებებს ენერგეტიკის, თავდაცვის მრეწველობის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.


„ზოგიერთ მათგანზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, ხოლო სხვა საკითხების განხილვები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან. გუიაშის თქმით, ორბანმა და ტრამპმა შესაძლოა განიხილონ აშშ-რუსეთის შეხვედრის მოსამზადებელი გეგმა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების შუამავლობას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728