გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანული ავტომწარმოებლის „Mercedes-Benz”-ის მოგება წლის მესამე კვარტალში 31 პროცენტით შემცირდა

31-10-2025

გერმანულმა ავტომწარმოებელმა „Mercedes-Benz“-მა, განაცხადა, რომ მისი მესამე კვარტალის მოგება წლიურად, თითქმის 31%-ით შემცირდა, რადგან გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საავტომობილო სექტორი მზარდი ხარჯების, კონკურენციისა და სავაჭრო ბარიერების წინაშე დგას.


2024 წლის მესამე კვარტალის მოგება, 1.71 მილიარდ ევროსთან შედარებით, 1.19 მილიარდ ევრომდე შემცირდა, რაც 1.38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


„მერსედესის“ განცხადებით, პროცენტებისა და გადასახადების გადახდამდე კორექტირებული ჯგუფის (EBIT) მოგება, კვარტალში დაახლოებით, 2 მილიარდ ევრომდე შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან - 2.5 მილიარდ ევროსთან შედარებით, გაყიდვების შემცირების, ტარიფებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და გაცვლითი კურსის უარყოფითი ეფექტების გამო.


საერთო ჯამში, „მერსედესის” მოგება წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში განახევრდა: ავტომწარმოებლის ცნობით, ჯგუფის შემოსავალი 50.3%-ით შემცირდა და 3.9 მილიარდი ევრო შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 7.8 მილიარდთან შედარებით.


„მერსედესის” შედეგები გერმანიის ავტოინდუსტრიაში კლების ტენდენციასთან შესაბამისობაშია: მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა Porsche-მ წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, მოგების 95.9%-იანი კლების შესახებ განაცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031