გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის მთავრობა ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

31-10-2025

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ პეტერ ფიშერზე კითხვებს უპასუხა. დოკუმენტი რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა და პასუხები კვლავ არასრული და ბუნდოვანია.


გერმანიის მთავრობა ელჩს და საქართველოში ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. წერია, რომ საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია.


გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გერმანიის პარლამენტის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას რამდენიმე დღის წინ მცირე შეკითხვით მიმართა. ფრაქცია დაინტერესდა, შეხვედრია თუ არა ელჩი საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს, ან პოლიტიკოსებს, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.


გარდა ამისა, პარტია ითხოვდა განმარტებას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებული ქონებიდან იქირავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930