გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 2025 წელს 203 გემის ინსპექტირება განახორციელა

31-10-2025

31ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.


შავი ზღვის აკვატორიაში გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს.


სამმართველო საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა თუ ნავსადგომებში შემოსული გემების 24-საათიან მონიტორინგს ახდენს.


შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, 203 გემის ინსპექტირება განახორციელეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 31 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდარღვევებიდან 3 თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტია, 12 - ზღვის დაბინძურების ფაქტი, 16 - სხვა სამართალდარღვევა.

სამართალდარღვევების შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 42 ათას ლარს აჭარბებს, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი, მილიონ ლარზე მეტია.


მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031