გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვგულისხმობ 2022-2024 წლებს და ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება, გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყნის ღალატია

31-10-2025

როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქვეყნის ღალატი.


„მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტულად 2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული ჩვენი ქვეყნისთვის. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, იყო პირდაპირი მოწოდებები, მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვგულისხმობ 2022-2024 წლებს. როდესაც იყო უამრავი მიმართულებით ფრონტი გაშლილი და საბედნიეროდ, არა საომარი ფრონტი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, არ ვასახელებ გვარებს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ეს ქვეყნის ღალატია. როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა უფრო უხეში შეფასებებით გამომივიდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031