გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და რასაც პასუხობენ, ისიც ტყუილია

31-10-2025

ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი, რომ კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და მეორე - რასაც სცემენ პასუხს, ისიც ტყუილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ გერმანიის მთავრობისგან ბუნდესტაგის კითხვებზე გაცემული პასუხების კომენტირებისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც ჩანს მთავრობის პასუხში გერმანიის პარლამენტის მიმართ.


„თქვენ ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, ევროპული პარლამენტარიზმი. არ ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი, რომ კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და მეორე - რასაც სცემენ პასუხს, ისიც ტყუილია. მართლა სადამდე მივიდა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, გერმანული და ზოგადად, ევროპული ბიუროკრატია და პარლამენტარიზმი, აქედან ძალიან კარგად ჩანს, რაც ძალიან დასანანია. ძალიან სამწუხაროა, როცა გეშინია ასე კითხვებზე პასუხის გაცემის. აქ ჩანს, რომ სუფთად არ წარიმართება პროცესები. რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, რეალურად, ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც ჩანს მთავრობის პასუხში გერმანიის პარლამენტის მიმართ", – განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031