გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედმა სათათბირო ორგანომ - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭომ ყოფილი სტაჟიორების საბოლოო შეფასება დაასრულა

31-10-2025

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედმა სათათბირო ორგანომ - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭომ ყოფილი სტაჟიორების საბოლოო შეფასება დაასრულა.


საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამა წარმატებით გაიარა 48 სტაჟიორმა. სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები და გამოცდები, ხოლო მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.


სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან ჩატარებული გასაუბრების შემდეგ მოხდა სტაჟიორთა საბოლოო შეფასება.


საბჭოს მიერ გენერალური პროკურორს წარედგინა ყოფილი სტაჟიორების მონაცემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინიშნებიან პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე.


დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.


საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930