გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ დუმბაძე: ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული კი არის უნიკალური შესაძლებლობა

1-11-2025

ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული კი არის უნიკალური შესაძლებლობა, ბაზრის კვლევაში მონაწილეობა 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.


მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.


„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან, რომ თუ აქამდე შემსყიდველი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთსა და იმავე საქონელთან დაკავშირებით, ამიერიდან სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების ნაწილში, როდესაც შესყიდვა სატენდერო პროცედურებამდე არ მიდის და გამარჯვებულის გამოვლენა გამარტივებული შესყიდვის დროს ხდება. ასეთ დროს თუ შემსყიდველი კონკრეტულ შეთავაზებას 10 ან 20 კომპანიას უგზავნიდა, ახლა უკვე ამ პროცესში 40 000 ეკონომიკური ოპერატორი ჩაერთვება", - განაცხადა გურამ დუმბაძემ და აღნიშნა, რომ რეფორმა გაცილებით გააუმჯობესებს და ეფექტიანს გახდის როგორც ბაზრის კვლევის, ისე შესყიდვების მთლიან პროცესს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031