გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი - რაც საქართველოსთვის „დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!

2-11-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას ეხმიანება, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.


ანანიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც გამჭვირვალობის კანონსაც აკრიტიკებდა, ახლა კი, თავად შექმნეს მსგავსი რეესტრი.


„ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა, რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ - მათ შორის გამჭვირვალობის კანონის გამო. ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი.


„რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს“. „რაც საქართველოსთვის „დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!”, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31