გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: „მედიის თავისუფლების მიმტაცებელთა“ სიაში ილონ მასკის გამოჩენა სულაც არაა შემთხვევითი - არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ „კოლბაში გამოყვანილი“ მილიარდერი „დიფ სთეითის“ მიერ შექმნილი და მართული მინი ოლიგარქია

3-11-2025

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ „მედიის თავისუფლების მიმტაცებელთა“ სიაში ილონ მასკის გამოჩენა სულაც არაა შემთხვევითი. საქმე ის გახლავთ, რომ მასკი, არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ „კოლბაში გამოყვანილი“ მილიარდერი, რომელსაც რეალური აქტივები უბრალოდ არ გააჩნია, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ მიერ ხელოვნურად შექმნილი და მართული მინი ოლიგარქია, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.


მისი თქმით, „დიფ სთეითისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროსა და იდეოლოგიაში ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი.


„დიფ სთეითისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროში, ყველა იდეოლოგიაში ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი, რომელსაც თავდაპირველად „დიფ სთეითის“ იდეების და პოლიტიკის მოწინააღმდეგედ წარმოადგენენ, შემდეგ კი, როგორც საკუთარ აქტორსა და აგენტს, უკეთ პოზიციონირებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის გასაზრდელად, ასეთ სიებსა და რეიტინგებში ახვედრებენ“, - ნათქვამია ზაზა შათირიშვილის წერილში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031