გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა, შენახვა და ფლობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

3-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007 წელს დაბადებული პ.პ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა მის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში.


პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031