გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედიასაშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა მეპატრონეს დაუბრუნდა

3-11-2025

„დიფ სთეითის“ მართულმა ორგანიზაციამ „ რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-მ აღმოაჩინა „დიდი დანაშაული“, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ჰქონია მედიასაშუალებები. მართლა მართულები თუ არ არიან, უკრაინაში და მოლდოვაში ათეულობით დახურულ თუ გაუქმებულ ტელევიზიებს ვერ ხედავენ და საქართველოში სად იპოვეს მიტაცებული მედია?, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.


მისივე შეფასებით, ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს, რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედიასაშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა.


„დიფ სთეითის“ მართულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“-მ აღმოაჩინა „დიდი დანაშაული“, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ჰქონია მედიასაშუალებები. მართლა მართულები თუ არ არიან, უკრაინაში და მოლდოვაში ათეულობით დახურულ, თუ გაუქმებულ ტელევიზიებს ვერ ხედავენ და საქართველოში სად იპოვეს მიტაცებული მედია? შემთხვევით იმ ტელევიზიებს ხომ არ გულისხმობენ, რომლებიც ოპოზიციად წოდებულ ექსტრემისტულ ჯგუფებს და აგენტურას ემსახურებიან, ხან რევოლუციას გვიანონსებენ, ხან დეზინფორმაციის ნიაღვარს აფრქვევენ, ან სულაც პანიკას თესავენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც რომ თავისუფლად მუშაობენ? ყველაზე დიდი უტიფრობა კი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს, რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედიასაშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა. ტყუილების ტირაჟირებით თავის აგენტურას კი ახალისებენ, თუმცა ჩვენც ყოველ ჯერზე „დიფ სთეითის“ მხილება არ დაგვეზარება, გინდა „რეპორტიორები საზღვრის გარეშედ“ შეინიღბონ და გინდა ჯადოსნურ დემოკრატიად“, - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031