გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერმა დავით ლობჟანიძემ, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს-ების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

4-11-2025

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს-ების ხელმძღვანელ პირებთან.

 

შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, არსებული გამოწვევების შეფასება და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა.

 

მერის მიერ ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ოპერატიულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. დავით ლობჟანიძემ ხაზგასმით აღნიშნა ერთიანი გუნდის მუშაობის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტის წინსვლისა და განვითარების საქმეში.

 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ შრომისა და პასუხისმგებლობისთვის, რაც დღემდე ჩადეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

 

ვიცით, რომ არსებობს გამოწვევები, თუმცა გვაქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ერთიანი ძალითა და პროფესიონალიზმით შევძლოთ სასიკეთო საქმეების კეთება ისე, რომ ჩვენი მოსახლეობა რეალურ ცვლილებებს იგრძნობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ამოცანების შესრულება მხოლოდ ერთიანი გუნდის ძალით არის შესაძლებელი,“ — განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031