გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

4-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბ. ო. და 1993 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ღონისძიებების, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ, ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.


პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930