გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით - მე ჩემი ხალხი მიყვარს

4-11-2025

ახლა მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი.

სინამდვილეში ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო.

 

ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა.

 

მე კი ამას ვერ გავაკეთებდი მარტივი მიზეზის გამო - მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით.

 

მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიმოქმედებდი ისე როგორც ეს საშიში ბოროტმოქმედი იქცევა. იმედია გამიგებთ“ - წერს სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930