გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ

4-11-2025

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი.


"ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930