გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტუროპერატორებს მასპინძლობს

5-11-2025

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან 12 მსხვილ ტურისტულ კომპანიას მასპინძლობს. 

 

გაცნობითი ტურის ფარგლებში უცხოელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ზამთრის ტურისტულ სეზონზე, სათხილამურო კურორტებზე პაკეტების შეთავაზების საკითხები განიხილეს.

 

უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ტუროპერატორებმა უკვე მოინახულეს წინანდალი, თელავი, სიღნაღი და ლოპოტა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031