გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 10 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 120 ფაქტი გამოავლინა

5-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 120 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 36 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 94 ერთეულია.


სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა2 მილიონ ლარზე მეტია.


რაც შეეხება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის სტატისტიკას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია 9 ფაქტი, მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 4 ფაქტი შეიცავს.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.  დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031