გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც „ნაციონალები" ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი

5-11-2025

როდესაც „ნაციონალები" ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების არდაგმობას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ არის პირველი მცდელობა და ის, რომ ევროკავშირის ელჩი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით, აღარავის უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა.


„ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც „ნაციონალები" ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს, სწორედ, ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიკვირს არავის. ამ დონემდეა, დღეს, სამწუხაროდ, დასული ევროპული ბიუროკრატია. რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031