გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით

5-11-2025

ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პარლამენტში გერმანიის გავლენიანი ცენტრისტულ-მემარჯვენე დელეგაციის ხელმძღვანელის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების მიმართულებით არსებობს სერიოზულ უკუსვლა და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.


„ეს მიანიშნებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს ყველაფერი არის ჯამში, კორუფცია. ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით - კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით. ყველა მიმართულებით ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930