გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი მედია მრავალფეროვნება, როგორიც საქართველოშია

6-11-2025

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთში შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, თუმცა ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დაასახელებენ, სადაც ისეთი მედიამრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია.


როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა, მათ ბრწყინვალედ იციან, რომ ტელევიზიის დაფუძნებას საქართველოში არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს.


„შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, საინტერესოა რატომ არიან შეშფოთებულები. ევროპის ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ ფაქტობრივად, სადაც ისეთი მედია მრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია. ბრწყინვალედ იციან, რომ ტელევიზიის დაფუძნებას არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს. განაცხადი უნდა შეიტანოთ, შეიძინოთ სიხშირე და შეგიძლიათ უკვე მაუწყებლობა დაიწყოთ. დანარჩენი თქვენს ჟურნალისტურ და მატერიალურ რესურსებზეა დამოკიდებული. ასეთი რამე ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც ერთ ქვეყანაში არ არის ის მედია მრავალფეროვნება, როგორც საქართველოშია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031