გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო

6-11-2025

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო. კალმახსაშენის სპეციალისტების ჩართულობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და განთავსებულია საინკუბაციო მოწყობილობაშია. საინკუბაციო პერიოდი 60 დან 90 დღემდე გრძელდება. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში განთავსდება, სადაც ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.


ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.


2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930