გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

7-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული), საგამოძიებოსა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მის მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.


ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031