გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
WTM London 2025 ქართული ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შედგასაქმიანი შეხვედრები, გვაქვს კონკრეტული შედეგები-ირაკლი წიწილაშვილი

7-11-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2025 მიიღო მონაწილეობა. დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია წარდგა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია „მიმინო თრეველის“ წარმომადგენელი ირაკლი წიწილაშვილი.


„ჩვენი დაკვირვებით, ლონდონის ტურისტული გამოფენა მყიდველუნარიანობით გამორჩეულია - აქ შეხვდებით მაღალმხარჯველ სეგმენტზე მომუშავე ტუროპერატორებსა და ე.წ. ბაიერებს მთელი მსოფლიოდან. შესაბამისად, ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ერთი ტურისტული ჯგუფი, რომელიც ორ და სამ ჯგუფს უდრის სხვა ბაზრებთან შედარებით, მაღალმხარჯველობიდან გამომდინარე. WTM London 2025 ქართული ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - შედგა საქმიანი შეხვედრები, გვაქვს კონკრეტული შედეგები, მივიღეთ მოთხოვნები უცხოელი პარტნიორებისგან თანამშრომლობის მიზნით“,-აცხადებს წარმომადგენელი ირაკლი წიწილაშვილი.


WTM London 2025-ის გამოფენას 43 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5 000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის: ავიაკომპანიები, სასტუმროები, ტურისტული და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე მედიაორგანიზაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031