გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენ მეურნეობაში ნამქერის საწინააღმდეგო კონსტრუქცია მოეწყო

7-11-2025

150 მეტრიან მონაკვეთზე განლაგებული თანამედროვე სისტემა საშენი მეურნეობის ღობეს ზამთარში ალგეთის ეროვნული პარკის კლიმატისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარისა და ქარბუქის შედეგად წარმოქმნილი ნამქერისგან დაიცავს.


ალგეთის ეროვნული პარკი, რომელიც კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა, თრიალეთის ქედის შუაგულში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრზე მდებარეობს. აქ არსებული ჰაბიტატები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.


კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი საშენი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მოეწყო და 72 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული. ის, ამჟამად, 9 ინდივიდს აერთიანებს და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებით და კამერებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031