გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ხოშტარიაზე: მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული, ვინაიდან მხოლოდ სპეცსამსახურის თანამშრომლები, ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები უწოდებენ რაიმე მასალას „ფაილებს“

8-11-2025

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ელენე ხოშტარიას ვიდეოდან ფრაგმენტს, სადაც ის პარტნიორებისთვის გადასაცემ ფაილებზე საუბრობს. ხოშტარია, როგორც ვიდეოში ამბობს, საზოგადოებას აცნობს იმ ადამიანების სიას, რომელთა სანქცირებაზეც მუშაობენ პარტნიორებთან და აცხადებს, „შევაგროვებთ ფაილებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს“.


ქართველიშვილი ხოშტარიაზე წერს, რომ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული, ვინაიდან მხოლოდ სპეცსამსახურის თანამშრომლები, ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები უწოდებენ რაიმე მასალას „ფაილებს“.


„თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული... ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ, გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები - მტკიცებულებას, ხალხი - უბრალოდ ფაქტებს, ამბებს, მხოლოდ სპეცსამსახურის თანამშრომლები, ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები - „ფაილებს“. ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზე სპეციფიკურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას არ იყენებს. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ფაქტია - ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად მაგას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს მათივე ენაზე ფაილები ჰქვია“, - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031