გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩინეთში საქართველოს პავილიონები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პარტნიორი უწყებების მიერ ძალიან კარგადაა ორგანიზებული,“ - კომპანია „ჯეონეს“ წარმომადგენელი

9-11-2025

შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. ჩვენი ქვეყანა სამი პავილიონითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი მათგანი ხელნაკეთი და თანამედროვე დიზაინის პროდუქციას უკავია.


გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას. შანხაის გამოფენაზე კომპანია „ჯეონე“ პირველად მონაწილეობს.


„ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვხედავთ, რომ მომხმარებლებისთვისაც საინტერესოა ჩვენი პროდუქცია. საქართველოს პავილიონები ძალიან კარგადაა ორგანიზებული სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და მისი პარტნიორი უწყებების მიერ. ვფიქრობ, რომ ჩინეთს მომავალშიც ვეწვევით. საკმაოდ დიდი ინტერესი დავიმსახურეთ და შედგა საუბრები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ,“ - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა სალომე ლომთაძემ.


აღსანიშნავია, რომ შანხაის საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა China International Import Expo (CIIE), 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.


გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი. გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიები საერთაშორისო აუდიტორიას სთავაზობენ როგორც ტრადიციულ და ინოვაციურ გასტრონომიულ პროდუქტებს, ასევე თანამედროვე დიზაინის ხელნაკეთ ნივთებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს ცნობადობას გლობალურ ბაზარზე. გამოფენა წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტ კომპანიას აერთიანებს, შანხაის ღონისძიებას კი დაახლოებით 150 ათასი სტუმარი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031