გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

10-11-2025

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების  ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.


კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგების საშუალებით გამოვლინდა.


ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.


„მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სამსახურის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის არაერთი ფაქტი თანამდეროვე ტექნოლოგიების - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაა გამოვლენილი.  ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები გატარდება“, - აღნიშნა ეროვნული  სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930