გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენთვის ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან მზარდია - ყვარლის სარდაფი

10-11-2025

CIIE 2025-ზე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5 – 10 ნოემბერს მიმდინარეობდა, 40 - მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 

გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევდა ორგანიზებას.

 

„გამოფენა საინტერესოდ მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ შესაძლებლობას გვაძლევენ, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ღვინოს. ჩვენთვის ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან მზარდია,“ - განაცხადა ყვარლის სარდაფის წარმომადგენელმა ლიკა პარტენიშვილმა.

 

5-10 ნოემბერს, შანხაიმ საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენას - China International Import Expo (CIIE) უმასპინძლა, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. 2025 წელს CIIE-ზე წარმოდგენილი იყო 3,000-ზე მეტი ორგანიზაცია 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ დაახლოებით 150,000-ს მიაღწია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31