გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთის ბაზრიდან ძალიან პოზიტიურ გამოხმაურებებს ვიღებთ - კომპანია Wineland CIIE- ზე

10-11-2025

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE), რომელიც შანხაიში 5 – 10 ნოემბერს მიმდინარეობდა, ქართული ღვინის მწარმოებლებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევდა ორგანიზებას.

 

როგორც კომპანია WineLand-ის ექსპორტ მენეჯერმა გურამ ცხელიშვილმა განაცხადა, შანხაის გამოფენაზე ქართული ღვინისადმი ინტერესი ძალიან დიდია.

 

„ადგილობრივი მეწარმეებისგან ერთმანეთზე უკეთეს შემოთავაზებებს ვიღებთ. ჩინეთის ბაზარი საკმაოდ კეთილგანწყობით შეგვეგება. ძალიან მოსწონთ ჩვენი მოტკბო ღვინოები და პოზიტიურ შეფასებებს ვიღებთ,“ - აღნიშნა გურამ ცქიტიშვილმა. ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში 40 ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია. საქართველომ China International Import Expo-ზე უწყვეტად, უკვე მერვედ მიიღო მონაწილეობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31