გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია „საქმიან აღიარებას“, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია

10-11-2025

ხშირად საუბრობენ, თითქოს „ქართული ოცნება“, როგორც სახელისუფლებო პარტია, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციას და აღიარებას ეძებს. ოპოზიცია ამაზე ქულების დაწერას ცდილობს, თუმცა ამაოდ. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია სულ მცირე „საქმიან აღიარებას“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, თუ ამ „საქმიანი აღიარების“ პარალელურად საქართველოში „ხავერდოვანი რევოლუციების“ მოწყობას შეეშვებიან, 2028 წლამდე შეგვიძლია მშვიდად მივიდეთ და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების შესრულების „success stories“ დავუწყოთ მაგიდაზე.


„ხშირად საუბრობენ, რომ თითქოს „ქართული ოცნება“, როგორც სახელისუფლებო პარტია, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციას და აღიარებას ეძებს და ითხოვს. ოპოზიცია ამაზე ქულების დაწერას ცდილობს, თუმცა ამაოდ. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიური დასავლეთისგან მიაღწია სულ მცირე „საქმიან აღიარებას“. ეს კი, ჩემი აზრით, არ არის ცოტა და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, სავსებით საკმარისიც უნდა იყოს. თუ ამ „საქმიანი აღიარების“ პარალელურად აქ „ხავერდოვანი რევოლუციების“ მოწყობას შეეშვებიან, 2028 წლამდე შეგვიძლია მშვიდად მივიდეთ და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების შესრულების „success stories“ დავუწყოთ მაგიდაზე“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930