გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია „ნაცების“ სარჩელზე: თავიანთ უფროსებთან კონსულტაციები გაიარეს და დავალება მიიღეს - ისინიც და მათი პატრონები დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

10-11-2025

თავიანთ უფროსებთან კონსულტაციები გაიარეს და მიიღეს დავალება, რომ იჩივლონ საკონსტიტუციო სასამართლოში. შენიტაონ სარჩელი და დაველოდოთ პროცესს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.


როგორც კირცხალიამ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათი პატრონები დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება იმ დასკვნის საფუძველზე, რომელსაც დღეს თურმე ასაჩივრებენ.


„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ის პროცესი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართა, თვეების განმავლობაში კომისიას ვუსმინეთ და შემდეგ დასკვნა წავიკითხეთ და ამის მერე, რომ ამ დასკვნაში კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ ხარ და კიდევ რაიმე სარჩელი შეგაქვს, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენებაა საზოგადოებისთვის, სადაც არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ იდეური მომხრეა დარჩენილი“, - აცხადებს კირცხალია. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930