გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთში ყუმური-შუახის სადრენაჟე სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს

11-11-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ყუმური-შუახის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს.  სოფლებში - მთისძირსა და გომში, ჯამში,10 კმ-ზე სიგრძის სადრენაჟე ქსელი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოები არხებსა და კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, დაახლოებით 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.


აღსანიშნავია, რომ სადრენაჟე სისტემაზე ასეთი მასშტაბური   სამუშაოები ათეულობით წელია არ ჩატარებულა.


სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები  „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა   ადგილზე დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, კომპანია ქვეყნის მასშტაბით არაერთ პროექტს ახორციელებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის გამოყენებული იქნას სულ უფრო მეტი სავარგული და შეიქმნას მეტი დოვლათი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031