გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე ფაღავა: ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობაა კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება - ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდა დასავლური მსჯელობა, გნებავთ შიდა დასავლური კრიტიკა

11-11-2025

საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა დასავლური ცივილიზაციის შექმნაში, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით და ვართ თანამონაწილე ევროპული კულტურის და ევროპული პოლიტიკის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პრაქტიკული ინსტრუმენტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობა კრიტიკისა და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღებაა, შესაბამისად, მმართველი გუნდის კრიტიკა არის შიდა დასავლური მსჯელობა და კრიტიკა, რომელიც მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მიმართ თანაბარი მოპყრობა და გულწრფელი დამოკიდებულება არ იქნება.


„ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობაა კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება და ის, რომ არავინ არის კრიტიკის მიღმა, მათ შორის არც ევრობიუროკრატია. როგორც არ უნდა ეცადონ ოპოზიციურად განწყობილი ძალები, რომ ეს კრიტიკა წარმოაჩინოს ანტიდასავლურ რიტორიკად ან პროპაგანდად, ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა, გნებავთ შიდადასავლური კრიტიკა და დიახ, ეს კრიტიკა გაგრძელდება ყველა დასავლური პლატფორმიდან, მანამ, სანამ არ მივაღწევთ თანაბარ მოპყრობას, გულწრფელ დამოკიდებულებას და საერთო თამაშის წესებს, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით!“ - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031