გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო

11-11-2025

არის შექმნილი ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს – ასეთ შემთხვევაშითანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა და დამატებით საქმიანობებს შორის. თუ ეს გადაფარვა არ ხდება, რა თქმა უნდა, დირექტორიები გასცემენ შესაბამის ნებართვას.

 

ჩვენი მიდგომა არის ასეთი – თუ მასწავლებელსრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამის პარალელურად რჩება დრო და რესურსი დამატებითი საქმიანობისთვის, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები უნდა გასცენ მათ სასარგებლოდ და ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ გამოიწვევს,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

 

მინისტრის თქმით, „რეპეტიტორობა“ არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური და არამართლებრივიურთიერთობის საფუძველზე შემდგარი შეთანხმება,რომლის ფარგლებშიცისინი თანხმდებიან სამუშაოს მიღმა გარკვეული აქტივობის ჩატარებაზე, შესაბამისად,სამართლებრივი სივრცე მას ვერ არეგულირებს.

 

„შეთავსებით დასაქმებასთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისები დიდწილად ეხება საგანმანათლებლო სივრცეს. ამის მიუხედავად, კონკრეტული რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში და ამისთვის იყენებენ „რეპეტიტორობის“ ინსტიტუტს, რომელიც სამართლებრივად რეგულირებადი არ არის და ვერ გახდება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი.

 

სპეკულაციური ხასიათი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიასთითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირ ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031