გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო რძისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

12-11-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.


ფიზიკური პირი მ.გ (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს, რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.


გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ არარეგისტრირებულ საწარმოს. ფიზიკური პირი თ.ბ, სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება), რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა.


2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად გაააქტიურა რძისა და რძის გადამამუშავებელი წარმოებების კონტროლი. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031