გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

12-11-2025

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას - ნიკა ზაუტაშვილს.


აღნიშნულის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე.


ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის ძმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031